მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"VESTEL საქართველო" : პროდუქციის მცირედით გაძვირება მოგვიწია

5ec52f7dbb5c5
თათია ჩაფიჩაძე
21.05.20 09:45
1000
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „Vestel საქართველოში“ აცხადებენ, რომ გაუფასურების მიმართულებით ლარის რყევების გამო ტექნიკაზე ფასები მცირედით გაიზარდა.

როგორც „საქმიან დილასთან“ კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ოთარ ოქროჯანაშვილმა განაცხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ ეტაპზე გაყიდვების მაჩვენებელი 50-ჯერ შემცირებულია, თუმცა ზრდის ტემპი ყოველდღიურად შეინიშნება.

„1 მაისიდან დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები და 11 მაისიდან გავხსენით ის მაღაზიები, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. გაყიდვებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, ალბათ 50-ჯერ მაინც არის შემცირებული, მაგრამ ყოველდღიურად შეინიშნება ზრდის ტენდნეცია.

რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალხარისხიანი ტექნიკა დაბალ ფასში შევთავაზოთ, მაინც მოგვიწია ფასების მცირედით ზრდა. ზოგზე 5%-ით, ზოგზე 7%-ით, ზოგზე დავტოვეთ ის ფასი, რაც იყო.

ე.წ. საბანკო რეგულაციებმაც ძალიან იმოქმედა გაყიდვებზე, უმეტესად ნაღდი ფულით ხდება გაყიდვები და ამიტომ ძვირიან ნივთებს უფრო ნაკლებად ყიდულობენ მომხმარებლები“, - განაცხადა „ვესტელის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა.