მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვესტელი": ფასები 7-დან 12%-მდე გაიზარდა

609ea3ca51a56
თათია ჩაფიჩაძე
14.05.21 23:32
560
მაღაზია „ვესტელში“ აცხადებენ, რომ ტექნიკაზე ფასები 7-დან 12%-მდე გაიზარდა. როგორც კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ოთარ ოკრაჯანიშვილმა აღნიშნა, ფასების ზრდის მიზეზი მომწოდებელი კომპანიების მხრიდან ფასის შეცვლა გახდა.

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, „ვესტელში“ აცხადებენ, რომ მოთხოვნა მზარდია, გაყიდვების განსაკუთრებული მატება კი რეგიონებში ფიქსირდება.

„2020 პანდემიის წელი იყო, გარკვეული თვეები ჩაკეტილები ვიყავით, შესაბამისად უფრო სწორი იქნება თუკი მონაცემებს 2019 წელს შევადარებთ. საკმაოდ კარგად დაიწყო მიმდინარე წელი, ვერ გეტყვით რომ დიდი ზრდა გვაქვს, მაგრამ არ ვუჩივით, მონაცემები მზარდია. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი მოთხოვნა რეგიონებიდან გვაქვს.

რაც შეეხება ფასებს, ის გლობალურად გაიზარდა. თვითღირებულების ზრდის გამო მომწოდებლებმა შეცვალეს ფასი, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯის ზრდაც, ჩინეთმა ძალიან გაზარდა ეს თანხა და იცით, რომ ის ერთ-ერთი დიდი მომწოდებელია, ჯამურად ამ ყველაფერმა იმოქმედდა და სადღაც 7-12%-მდე გვაქვს ფასნამატი", - განაცხადა ოკრაჯანიშვილმა.