მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვესტელი": მოთხოვნა, ძირითადად, წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გაიზარდა, ისიც რეგიონებიდან

5f6606ecdee96
თათია კაკიაშვილი
19.09.20 17:16
786
ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების თითქმის უმრავლესობაზე COVID 19-ის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა, ნეგატიური გავლენა იქონია. წვრილი და მსხვილი ტექნიკის მიმართ მომხმარებლის მოთხოვნა, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ აღდგა, თუმცა  მხოლოდ კონკრეტულ პროდუქციაზე.

"ვესტელის" გაყიდვების მენეჯერი, ოთარ ოქროჯანაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ პანდემიამ მომხმარებლის ქცევა, მოთხოვნის მხრივ, მნიშვნელოვნად შეცვალა.

"ამ პერიოდში მომხმარებელი, ძირითადად, დაბალი ღირებულების წვრილ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობს. თუმცა ჩვენ, სტანდარტულად, სეზონურ ფასდაკლებებს მაინც ვთავაზობთ. პროდუქციაზე ფასები თითქმის არ შეცვლილა, რადგან ასეთ დროს ყველა ბიზნესოპერატორი არსებულ სიტუაციას ითვალისწინებს", - განაცხადა ოთარ ოქროჯანაშვილმა.

მისი თქმით, საინტერესოა ისიც, რომ ზაფხულის დასაწყისში მოთხოვნა ძირითადად, წვრილ საოჯახო ტექნიკაზე რეგიონებიდან უფრო გაიზარდა, ვიდრე დედაქალქიდან. ამის მიზეზად კი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოსახლეობის თბილისიდან რეგიონებში გადადინება სახელდება.