მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, ახლა კორონავირუსის პირველი ტალღის ნარჩენები, პირველი ტალღის კუდი გვაქვს"

5f1ed37157c67
ინგა მურუსიძე, ანუკა ჯოხაძე
27.07.20 18:15
1230
"ვფიქრობ, ახლა კორონავირუსის პირველი ტალღის ნარჩენები, პირველი ტალღის კუდი გვაქვს" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ BMG-ის გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში სულ 195 პაციენტი მკურნალობს და ეს ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის ძალიან ცოტაა.

"ზოგადად, პირველ და მეორე ტალღაზე საუბარი პირობითია. წყალგამყოფი პირველ და მეორე ტალღას შორის არ ყოფილა, ამას გნებავთ, პირველი ტალღა დაარქვით, გნებავთ - მეორე. პირველი ტალღა გრძელდება; მხოლოდ საქართველოში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დასრულდა. ჩემი, როგორც ექსერტის მოსაზრებაა, რომ დღევანდელი მდგომარეობა ინფექციის მასობრივი გავრცელების საფრთხეს არ შეიცავს ან შეიცავს მინიმალურად. რამდენიმე ასეული შემთხვევა რომ იყოს, მაშინ იქნებოდა მეორე ტალღა, ვფიქრობ, უპრიანია დავარქვათ პირველი ტალღის ნარჩენები, პირველი ტალღის კუდი. დღეს ჩვენთან სულ 195 პაციენტი მკურნალობს და ეს ძალიან ცოტაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტის თქმიით, ბოლო პერიოდში არის შემთხვევების მატება, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესი.

„უნდა ნახოთ, რა სიტუაციაა მთელ მსოფლიოში, ყოველდღე მეტი და მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ლიდერობს ბრაზილია, ინდოეთი, აშშ და სხვები. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში დღეში 600-მდე ინფიცირებული ჰყავთ, რუსეთში - 1000-ზე მეტი. ამ ყველაფრის ფონზე ის ერთნიშნა რიცხვი, რომელსაც ვინარჩუნებდით ბოლო დღეების მანძილზე, ამაზე ნაკლებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებდა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ძირითადად, მატება ტრაილერების მძღოლების გამო ხდება. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ და სამედიცინო ვერტიკალმა მოახერხეს საპასუხო ღონისძიებების გატარება დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ მოახერხა და რის გამოც ხშირად საყვედურობენ მას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.