05.მარტი .2020 11:30

"ვფიქრობ, იტალიასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები დღეს იქნება მიღებული"

views 572
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ იტალიასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

გამყრელიძე იტალიიდან ჩამოსულ ყველა ადამიანს მიმართავს და მოუწოდებს თვითიზოლაციაში მოიქციონ თავი და წავიდნენ კარანტინში. 

„როგორც ვიცით, იტალიიდან ძირითადად ბრუნდებიან ჩვენი თანამემამულეები, რამდენადაც ვიცი, ტურისტული მიმოსვლა შემცირებულია და ვფიქრობ, დღეს იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული ამ საკითხთან მიმართებაში.

მივმართვ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც იტალიიდან ბრუნდება, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, იტალიიდან შემოსული ყველა ადამიანი ექვემდებარება ყურადღებას. ნუ დამალავთ სიმპტომებს. ხოლო დანარჩენი, ვინც შემოვა იტალიიდან და სიმპტომები არ აქვთ, მოთავსდნენ კარანტინში, ან ყველა იყოს თვითიზოლაციაში. ვისაც თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, აუცილებლად უნდა გადავიდეს კარანტინში. ადამიანებმა უნდა იზრუნონ თავის თავზე და საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ვთხოვ ყველას, ვინც იტალიიდან შემოვიდა, გამოიჩინეთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალურად კორონავირუსი 85 ქვეყანაში არის გავრცელებული, ვირუსით ინფიცირების – 95,447, განკურნების – 51,233, ხოლო გარდაცვალების 3,284 შემთხვევა არის აღრიცხული.

უკანასკნელ დღეებში ყველაზე მაღალი ტემპით ინფიცირების შემთხვევები იტალიაში გაიზარდა, სადაც ამ დროისთვის 3,000-ზე მეტი ინფიცირებული და 100-ზე მეტი გარდაცვლილია.

 

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა