მთავრობის დადგენილებით, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით, 2021 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. ლევან დავითაშვილის უწყება რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებს. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა“, - ამბობენ სამინისტროში.
უწყების არგუმენტი გაუგებარია „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილისთვის.
ის bm.ge-ისთან ამბობს, რომ დადგენილების შეჩერება “კატასტროფა არ არის, თუმცა მომხმარებლებს აზარალებს“.
ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა დადგენილების შეჩერებით, ფრინველის ხორცზე ფასის მატების შეჩერებას ცდილობს.
“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზია. ეს არის ჩვენი შიდა ნორმატიული აქტი და რა კავშირშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია?! თუ ეს დადგენილება ამდენჯერ უნდა გადადებულიყო, ალბათ საერთოდაც არ უნდა ამოქმედებულიყო. ორი თვე იმუშაო და მერე შეჩერდეს ნორმატიული აქტი, ეს რას ნიშნავს?! დაბნეულები ვართ. მთავრობის გადაწყვეტილება კატასტროფა არ არის იმ გაგებით, რომ უხარისხობას ვერ დაბრალდება. გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა 5% იქნება თუ 10%, ხარისხზე დიდად არ აისახება. კანონი იმიტომ მიიღეს, რომ წყალი იყიდებოდა ხორცის ფასად. მომხმარებელი ზარალდება, შემოდის იაფიანი პროდუქცია. საქართველოში ვინც მუშაობს, იქ დაცულია სტანდარები და 5%-ზეა წყლის მაჩვენებელი, მაგრამ 12%-იანი რომ შემოდის, 7% გაიაფების საშუალებას აძლევს იმპორტიორს და ამის გამო ზარალდებიან მოქალაქეები - იაფიანი პროდუქცია შემოდის“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისი აზრით, მთავრობამ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ერთი რამის გამო გადადგა - თავიდან აიცილა პროდუქციაზე ფასის მატება.
„ძალიან ბევრს, ვისაც ამერიკული და უკრაინული პროდუქცია შემოჰქონდა, გაუჭირდა საბუთების შეგროვება, რადგან წყლის შემცველობა 5%-ზე გაცილებით მეტია. საბუთი რომ ვერ გაკეთდა და შეჩერდა შემოტანა, ალბათ დადგა იმის საშიშროება, რომ ფასი მოიმატებდა. ვფიქრობ, გაექცნენ ფასის მომატებას. არ მგონია, მეტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩადებული“, - აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.
„მეფრინველეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ თუკი აპრილში დადგენილება ამოქმედდა, მერე შეიძლება ისევ შეაჩერონ, რადგან ის უკვე არაერთხელ გადავადდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?