მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, ვაქცინაციის დაწყება მარტის ბოლოდან შეგვეძლება"

603cc57aa7b6a
BM.GE
01.03.21 14:41
2039
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას პროგნოზით, საქართველოში ვაქცინაცია მარტის ბოლოდან დაიწყება.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ვაქცინის პირველი დოზების მიღების დაგვიანების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნული კოვაქს-პლატფორმის ახალი/დამატებითი პირობებით ახსნა. 

„მე ვფიქრობ, რომ მარტის ბოლოდან შეგვეძლება, ვაქცინაცია დავიწყოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, შესაძლოა „ფაიზერმაც“ მოგვისწროს მანამდე და აპრილში უფრო გაიშლება, რადგან დამატებით დოზებს მივიღებთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.