მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობთ, აპრილში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება“

60acd9bbaefcc
ლიკა გურაბანიძე
26.05.21 10:20
612
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა ბოლო დღეებში ლარის ლარის გამყარების ტენდენციაზე "საქმიან დილაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. მათ შორის არის სავალუტო ნაკადების დადებითი დინამიკა, რაც თებერვლიდან შეინიშნება და აპრილში კიდევ უფრო პოზიტიური გახდა.

ევა ბოჭორიშვილმა თემაზე საუბრისას აქცენტი ტურიზმის აღდგენის ნიშნებზეც გააკეთა.

“ფულადი გზავნილების სახით, 60 მლნ დოლარით მეტს ველოდებით იმასთან შედარებით, რაც წლის დასაწყისში გვქონდა. აგრეთვე, ამ ეტაპზე აპრილის თვის დინამიკიდან გამომდინარე, ტურიზმზე პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ასევე უნდა აღვნიშნოთ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, რასაც ლარის კურსზე თავისი ეფექტი აქვს. ვფიქრობთ, აპრილში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დაჩქარდა და ეს პროცესი გრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია, რა ხდება დეპოზიტების დოლარიზაციის კუთხით და მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელიც შემცირდება", - განმარტა ბოჭორიშვილმა.

თებერვლის შემდეგ პირველად, დოლარის ღირებულება 3.3 ლარს ჩამოსცდა