მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ლარის კურსი ამ ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს" - ვახტანგ ბუცხრიკიძე

62cd85b2af4f5
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.22 18:35
1793
“თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული დადებითი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.

“მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია ლარის კურსის განსაზღვრა, მაგრამ ის ტრენდები, რომლებიც არსებობს, ვგულისხმობ ექსპორტის საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს, ასევე ვხედავთ, რომ ტურიზმის მაჩვენებლები მუდმივად უმჯობესდება, ვხედავთ მთლიანად ეკონომიკის ზრდას, შესაბამისად, ჩვენი პროგნოზია, რომ წლის განმავლობაში კურსი დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა იყოს.

რაც შეეხება კურსის გამყარების ფაქტორს, გააჩნია ეკონომიკის კონკრეტულ სექტორს, ეს დამოკიდებულია ბიზნესოპერატორების დანახარჯების სტრუქტურაზე, რა თქმა უნდა, კონკრეტული ბიზნესისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან მთლიანად ბიზნესექტორისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ხელისშემწყობი ფაქტორია”, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის: დღეს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.85 თეთრით გამყარდა და 2.8745 ლარი გახდა. 3.68-თეთრიანი გამყარება იყო ევროსთან მიმართებით, რომლის ღირებულებაც დოლარს ბოლო 20 წელში ყველაზე მეტად დაუახლოვდა და 2.8788 ლარი გახდა.