07.მაისი .2020 15:48

"ვგეგმავთ, რომ გიდები მიკროგრანტების პროგრამაში ჩავრთოთ" - ნათია თურნავა

views 293
უკან

ვგეგმავთ, რომ გიდები მიკროგრანტების პროგრამაში ჩავრთოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შექვმნათ და გუშინაც შევთანხმდით, რომ ამისთვის სპციალური პროგრამა შეიქმნება. აქტიურად ჩავრთავთ გიდებს მიკროგრანტების პროგრამაში, იგივე აწარმოე საქართველოს ფორმატში, რომ შეძლონ წარადგინონ თავიანთ საქმიანობასთან ახლოს მდგომი პროექტები და გადამზადება არის ერთ-ერთი კომპონენტი ამისი“, - განაცხადა თურნავამ.


გარდა ამისა, შემუშავდება ცაკე სპეციფიკური პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება იქეთკენ, რომ მოხდეს გიდების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და მოხდეს მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტადარტის დანერგვა, რა მოთხოვნაც, მინისტრის თქმით, თვითონ გიდებისგან წამოვიდა.

"სერთიფიცირება, ხარისხი და გადამზადება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ ექნებათ უფასო ვიზიტების შესაძლებლობა მუზეუმებში და დაცულ ტერიტორიებში“ - განაცხადა თურნავამ.

 

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა