მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგმობთ ძალადობას" - "რესტორატორთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს

60f19d2f7ee12
BM.GE
16.07.21 18:46
852
"რესტორატორთა ასოციაცია" 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს ძალადობას. ასოციაციის წევრები მოუწოდებენ “ყველას, პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები". გთავაზობთ "რესტორატორთა ასოციაციის" განცხადებას:

"ვგმობთ იმ დანაშაულებრივ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს თბილისში. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფლებას, განვითარებას, დემოკრატიული პრინციპების დაცვას. მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა, მედიისთვის კი საქმიანობის ხელის შეშლა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება!

ასოციაციის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს, "ტვ პირველს", მედიის თითოეულ წარმომადგენელს!

მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, შედეგად მედიის 50-მდე წარმოამდგენელი დაშავდა. ამ მოვლენების დროს მძიმე დაზიანებები მიიღო "ტვ პირველის" ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ, რომელიც 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს.