მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიცით, მოქალაქეების მიდგომა კომფორტისადმი - საველე ჰოსპიტლის მოწყობას არ ვგეგმავთ"

5f8fe7f674978
ინგა მურუსიძე
21.10.20 11:57
957
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება.

ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მინისტრს ჰკითხეს, განიხილება თუ არა სპორტის სასახლლის საველე ჰისპიტლად გადაკეთება, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. 

„არ განიხილება საველე ჰოსპიტლის საკითხი, თუმცა ამის მსურველი ძალიან ბევრია. პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე და ვინაიდან ვიცით ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში - ამ საკითხს არ განვიხილავთ“, - განახადა ტიკარაძემ.