მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვილა რეზიდენსსა" და გერმანულ ბრენდ Schüco-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

6182d40c7e651
BM.GE
03.11.21 22:21
830
Schüco International KG-სა და "ვილა რეზიდენსს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც 2021 წლის 29 ოქტომბერს ხელი გერმანიაში Schüco-ს სათაო ოფისში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ იორგ ვესტფალსა და "ვილა რეზიდენსის" დამფუძნებელ ნოშიკო ნამორაძის მიერ მოეწერა.

ხელშეკრულების ფარგლებში “კრწანისი რესორტ რეზიდენსის” პროექტში ფასადებზე დამონტაჟდება მსოფლიოში საუკეთესო გერმანული ბრენდის Schüco-ს ალუმინის სლაიდ-ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები.

Schüco წამყვანი პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც ცნობილია კარ-ფანჯრების, სლაიდ-სისტემის კარების და ფასადის ალუმინის ვიტრაჟების წარმოებით.

ცნობისთვის: საცხოვრებელი კომპლექსის “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის პროექტიც უკვე გაიხსნა და კაფსულაც ჩაიდო. პროექტის ჯამური ინვესტიციაც 200 მლნ დოლარია. “კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ერთიან პროექტში 70% რეკრეაციული ზონისთვის არის გამოყოფილი, აქ საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველო ბილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

მთლიანი პროექტი 20 ჰექტარზე განთავსდება. ამჟამად მიმდინარეობს 12 ჰექტარზე განაშენიანება, ხოლო 8 ჰექტარზე მუშაობა (სამი ფაზა) უკვე დასრულებულია.