მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ბიზნესი ხელუხლებელი უნდა იყოს" - ლაშა პაპაშვილი

5e50293919189
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 10:30
1745
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და კომპანია „რედიქსის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი საარჩევნო წელს ბიზნესის ტემპის შენელებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში სულ საარჩევნო პერიოდია და შესაბამისად, ბიზნესი ამას მიეჩვია.

„საარჩევნო პერიოდში ყველა ქვეყანაშია მოლოდინის რეჟიმი, თუმცა ჩვენ არ ვართ, ყოველ შემთხვევაში, მოლოდინის რეჟიმში, რადგან ბოლო 20 წელია სულ საარჩევნო პერიოდია. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად, თითქოს არ არის არჩევნები.

მე მგონი, ბიზნესი და მთავრობაც შევთანხმდით ამაზე, რომ ბიზნესი არ უნდა დაზიანდეს; ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ბიზნესი ხელუხლებელი უნდა იყოს. ამისთვის კარგი პლატფორმა გვაქვს ბიზნეს ასოციაცია და ვცდილობთ, გავაგებინოთ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა მთავრობაში, რომ  ძლივს-ძლივობით, მთელი ერის ჩართულობით თუ მრავალი ჭირის და ავის გადატანით, შენარჩუნებული ბიზნესები არ უნდა გაანადგუროს არც ერთმა ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა პიროვნებამ, თუ ჯგუფმა“, - უთხრა BM.GE-ის ბიზნესმენმა.