მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვინმემ ჰკითხეთ ნათია თურნავას - მინიმუმ 2023-2024-მდე მოგვიწევს 10 წლის წინანდელი ფასებით ფრენა?"

5f18040d0f316
თელარა გელანტია
22.07.20 13:17
946
“ერთი კითხვა მაქვს ავიაციის სპეციალისტებთან: როგორ გგონიათ, 2021 წელს საერთაშორისო ფრენების საშუალო ფასები ევროპის ძირითად მიმართულებებზე რა იქნება?“, - ამ კითხვას კომპანია “ჰელისკი ჯორჯიას” ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სვამს:

„ამ შემთხვევაში ტურიზმის პრობლემაზე არ ვლაპარაკობ, საშუალო სტატისტიკური ქართველის მგზავრობის ხარჯები მინდა დავთვლო. როგორც გვახსოვს, წლების წინ სამოგზაუროდ წასასვლელად ევროპულ მიმართულებებზე ფრენის ღირებულება 1 ადამიანზე ორი გზა, დაახლოებით, 500-700$ გვიჯდებოდა.

ვბრაზობდით და ნერვები გვეშლებოდა, აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლები 30-50 ევროდ დაფრინავენ, ჩვენ კი ასე ვიწეწებითო. ვბრაზობდით „აირზენაზე“, „თურქიშ ეარლაინსზე”, „ლუფტჰანზაზე“ და ყველას კარტელურ გარიგებებში ვადანაშაულებდით.

გავიდა დრო, მგზავრთნკადი გაიზარდა, ამუშავდა ბათუმის აეროპორტი, აშენდა ქუთაისი, შემოვიდნენ ე.წ. “ლოუ ქოსთები” და ნელა-ნელა 30 ევროიანი ბილეთებიც გამოჩნდა ონლაინ.

2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის საქართველოდან სამოგზაუროდ ნაყიდი ბილეთის ფასი საშუალოდ 250-300$ ის ფარგლებში მერყეობდა (აქ გასათვალისწინებელია საკვნძო ფრენების კომბინაციები, პიკური სეზონები, აეროპორტების არჩევანი და ა.შ.). მოკლედ, თუ თადარიგს ადრე დავიჭერდით, შეიძლებოდა, 50$-დან გვეფრინა დასასვენებლად ევროპული მიმართულებით.

მერე მოვიდა კოვიდი. რა მოხდება 2021ში?

ვხედავთ, რომ მთავრობა გვპირდება, მაგრამ მაინც არ ხსნის საზღვრებს; უარს ეუბნება ავიაკომპანიებს მოთხოვნილ სიხშირეებზე; სელექციურად ნიშნავს რაღაც ფრენებს რომელთა მგზავრთნაკადი ემიგრანტების სეზონურად დაბრუნებასაც არ ყოფნის; ფასები (სუბსიდირებული რეისების გარდა) ძალიან ძვირია, დაახლოებით 2006 - 2007 წლის ნიშნულზე მივიდა.
ტურიზმზე ისევ არ ვსაუბრობ.

გავიგეთ, რომ არჩევნებამდე მთავრობის ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ახლა, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნებმა, პირველი ტურით თუ მეორე ტურით, გაყალბებით თუ დესტაბილიზაციით, 2021 ხომ მაინც მოვა?! როგორ გგონიათ, მგზავთნაკადი უცებ ძველ ნიშნულზე ავა და ფასებიც 2018-2019 წლის ანალოგი გახდება? თუ მინიმუმ 2023-2024-მდე მოგვიწევს 10 წლის წინანდელი ფასებით ფრენა? ვინმემ ჰკითხეთ ნათია თურნავას;

როგორც ჩანს, ჯიგრებს მთავრობის ხელმძღვნელობის სურვილი ისევ აქვთ და რა სტრატეგიულ გათვლას აკეთებენ, რამეს მაინც არ დაგვპირდებიან, მაგალითად, ყველას უფასო ბილეთი ან ყველა 2021-ში დაბადებულს ივანიშვილი მონათლავს, ან რამე კიდე უფრო კრეატიულს. ველოდები საარჩევნო კამპანიას და ახალ დაპირებებს”, - წერს ასათაშვილი.