მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიონი საქართველოს" 2021 წელს შემოსავლების ორნიშნა პროცენტული ზრდა აქვს

61c44d5f074d6
ლიკა გურაბანიძე
23.12.21 22:35
628

"ვიონი საქართველოს" 2021 წელს შემოსავლების ორნიშნა პროცენტული ზრდა აქვს. როგორც “საქმიან დილაში” "ვიონი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ლაშა ტაბიძემ განაცხადა, 2021 წელი კომპანიისთვის დინამიკური იყო.

“წელს ყველა პროცესის განვითარებით კმაყოფილები ვართ - ინვესტირებიდან დაწყებული, უშუალოდ მომხმარებლის და ბიზნესის განვითარების კუთხით.

ამაყი ვარ იმით, რომ მე და ჩემმა გუნდმა პანდემიურ პერიოდში ფინანსური მაჩვენებლები (შემოსავლები), ინტერნეტ და ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობა, ორნიშნა პროცენტული რიცხვით გავზარდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ 2020-ის შემდგომ, 2021 წელს როუმინგიდან მიღებული შემოსავალი ნაწილობრივ აღდგა, ქვეყნის შიდა მოხმარება და უდიდესი მოთხოვნა ინტერნეტ და ციფრულ რესურსებზე იმდენად გაიზარდა, რომ 2020 წლის დანაკლისი სრულად დაკომპენსირდა და წლიდან წლამდე ზრდამ ორნიშნა რიცხვი შეადგინა.” - განმარტა ლაშა ტაბიძემ.