მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიპოვოთ შუალედური გამოსავალი" - რას სთავაზობს დეპუტატი ჯანდაცვის სამინისტროს?

5f115a1641314
ინგა მურუსიძე
17.07.20 11:57
1065
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, თუნდაც მოულოდნელად, მაგრამ სასამართლოს ნებართვით, მარეგულირებლის მიერ შემოწმების წინააღმდეგი არცერთი კლინიკა არ არის. დეპუტატის თქმითვე, დამრღვევი კლინიკების გამოვლენა კეთილსინდისიერი კლინიკების ინტერესშიც შედის. 

კომიტეტზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებში ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) ცვლილებებს განიხილავენ, რომლის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა.

„პრობლემა არის შემდეგი - ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა სახელმწიფო არის ერთდროულად დამკვეთიც, დამფინანსებელიც, შემმოწმებელიც, დამჯარიმებელიც - ეს სწორი არ არის. თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი, რომ სადამსჯელო ფუნქციისკენ წავიდეს საქმე და არ გინდათ, რომ ის დარგი, რომელიც გარკვეულ დონეზე არის ასული, მათთან თანამშრომლობით გაუმჯობესდეს ხარისხი, ასეთ შემთხვევაში თანამშრომლობის ფორმატი უნდა არსებობდეს. კეთილი სურვილები კარგია, მაგრამ საკანონმდებლო ფორმატიც უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატის თქმით, ინიცირებულ კანონში მთავარი 2 საკითხია - კლინიკისთვის საქმიანობის ნებართვის შეჩერება სასამართლოს ნებართვის გარეშე და ტექნიკური რეგლამენტი.

„კანონში ნახსენებია კომპეტენტური ორგანო და მე მაინტერესებს ვინ არის ეს კომპეტენტური ორგანო. კანონში შეგვიძლია ფრჩილებში ჩავუწეროთ, რომ ეს არის რეგულირების სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტრო თუ ა.შ. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ მუშაობის ნებართვის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განივიხილოთ მაგალითი. ვთქვათ, მარეგულირებელი განწყობილია კლინიკის მიმართ უარყოფითად და უნდა, რომ დასაჯოს. მისი ინტერპრეტაცია შეიძლება ნებისმიერი სახის იყოს. სადაო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. მარეგულირებელი ჩათვლის, რომ ესა თუ ის საკითხი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, ხოლო კლინიკა ასე არ თვლის. ამ შემთხვევაში რა ხდება? მე მგონია, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის კლინიკას, რადგან არასამართლიან მდგომარეობაში ვარდება ის. აქაც გთავაზობთ, რომ განისაზღვროს ზუსტად, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშად. მესამე პუნქტი ეხება საქმიანობის შეჩერების ნებართვის განსაზღვრას მთავრობის დადგენილებით. აქაც გთავაზობთ, რომ ზუსტად გაიწეროს ეს საკითხი და კანონშივე ჩაიწეროს, რომ შეიქმნება ტექნიკური რეგლამენტის ჩარჩო შეჩერებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.