მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვირუსის გვარცელების პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ველოდებით" - გახარია

5e8eebb899158
ინგა მურუსიძე
09.04.20 13:37
922
ეპიდემიოლოგები ზუსტად ვერ აფასებენ, თუმცა პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ველოდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მთავრობისთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის.

„საერთოდ, პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია პირველ რიგში რისკების შეფასებასთან და ახალ ეტაპზე გადასვლასთან. ქვეყანაში ახლა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ. პიკს ზუსტად ვერ აფასებენ ეპიდემილოგები, მაგრამ ველოდებით აპრილის ბოლოსკენ, მაისის დასაწყისში. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იმხელა გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვმოქმედებთ ისე, რომ ზუსტი პროგნოზების გაკეთების საშუალება, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის. ეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მთავრობისთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის“, - განაცხადა გახარიამ.