მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! ნელი სიკვდილის გზას ვადგავართ“

6034a0ac828eb
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 10:39
3153
კომპანია „დიოს“ აღმსარულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საქართელოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანა "ნელი სიკვდილის გზას ადგას" და ამას ვერ ვხვდებით.

თავის პოსტში თამაზ დაუშვილი დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ ამის გამოსწორება არავის აინტერესებს.

„ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის. 20%-იანი უმუშევრეობის "განულების" მშვენიერ გზას როგორც იქნა მიაგნო მთავრობამ, რომელსაც ძალიან მომხიბვლელი სახელი დაარქვა კიდეც: "საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალური დასაქმება'". 1989 წელს იმიტომ აღვუდექით რუსულ ტანკებს წინ და შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოდან გავქცეულიყავით 30 წლის შემდეგაც?!

ეკონიმიკა სტაგნირებს, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება, ლარი 100%-ით გაუფასურდა და გაჩერებას არ აპირებს, ყველაფერზე ფასები გაფრინდა, ადამიანებს შემოსავალი უმცირდებათ, დემოკრატილი ინსტიტუტები კიდევ უფრო დეგრადირდება, ხალხი შიმშილობს, ადამიანები უწამლობით კვდებიან, განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სოფლის მეურნეობა თოხს და ბარს ვერ გასცდა, დეოკუპაცია საერთოდ რა მოსატანია, პატრიოტობა და სამშობლოსთვის თავდადება რა სისულელეა და ა.შ. მოკლედ, ნელი სიკვდილის გზას ვადგავართ და ვერ ვხვდებით“, - წერს თამაზ დაუშვილი.