მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვისაც იჯარიდან ჰქონდა შემოსავალი ან შეუმცირდა ან საერთოდ დაკარგა"

5f659d0ec2aa4
ანა ჯოხაძე
20.09.20 10:00
1900
“უძრავი ქონების ბაზარი განიცდის სტაგნაციას”- ამის შესახებ BM.GE-ის უძრავი ქონების სფეროს ექსპერტმა შოთა გუჯაბიძემ განუცხადა. როგორც გუჯაბიძე ამბობს, კომერციული ფართების გაქირავების ნაწილში ყველაზე მეტად იმ ფართების მფლობელებს გაუჭირდათ, რომლებიც ქონებას სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებზე აქირავებდნენ. თუმცა, საიჯარო ქირის შემცირება დაიწყეს მსხვილმა კომპანიებმაც.

“უძრავი ქონების ბაზარი განიცდის სტაგნაციას. უშუალოდ გაქირავების ბაზარზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე მეტად გაუჭირდა სარესტორნე ბიზნესს, იმიტომ, რომ თუნდაც ის ნებადართული თავშეყრის პირობები ობიექტს, აღარ აძლევს იმდენ მოგებას, რომ იხადოს ქირა ან დაუტოვოს მოგება. ამის გამო სრულად გაუქმდა ძალიან ბევრი კვების ობიექტი, რომლებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კომერციული ფართების გაქირავები ბიზნესში. ასევე ის ფინანსური კომპანიები და ინსტიტუციები, მიკროსაფინანსოები, ბანკები და ის ძლიერი გადამხდელები, ვინც არიან ქირავნობის ბაზარში, ყველა ცდილობს შეამციროს გადასახდელი ქირის თანხა და მესაკუთრეებიც იძულებულები არიან დაუტოვონ ფართები, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში კარგავენ კლიენტს. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც იჯარიდან ჰქონდათ შემოსავალი, შემოსავალი, შეუმცირდათ და ვისაც არ შეუმცირდა საერთოდ დაკარგა”-განაცხადა უძრავი ქონების სფეროს ექსპერტმა შოთა გუჯაბიძემ.