24.ნოემბერი .2022 11:11

"ვისოლი": ბენზინის ფასი კიდევ 5 თეთრით შევამცირეთ

"ვისოლი": ბენზინის ფასი კიდევ 5 თეთრით შევამცირეთ
views 438
უკან

„ბენზინის პროდუქტებზე ფასი 5 თეთრით შევამცირეთ“ - ამის შესახებ bm.ge-ს „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე ფასები დასტაბილურდა, ეს კი კომპანია „ვისოლის“ საწვავის ფასებზეც აისახა.

როგორც ხორავამ აღნიშნა, ბოლი სამი თვის განმავლობაში კომპანიაში ბენზინსა და დიზელის ტიპის პროდუქტებზე ფასები 1 ლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ხორავას შეფასებით, კლების ტენდენცია კვლავ უნდა შენარჩუნდეს.

„საერთაშორისო ბაზარზე ფასები დასტაბილურდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში საცალო ქსელებში ფასების შემცირება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის პროდუქტებზე 1 ლარამდე მოვახდინეთ. გუშინაც ბენზინის პროდუქტების ფასი 5 თეთრით შევამცირეთ. ამ ტრენდის შენარჩუნება დამოკიდებულია გაცვლით კურსზე და საერთაშორისო ნავთობის ფასზე. დღეს ტრენდი ძალიან კარგია. დაახლოებით თვის განმავლობაში ფასის შემცირება 15-20 თეთრის ფარგლებში ხდება, იმედია შემცირების კუთხით ტენდენცია მომავალ პერიოდშიც შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნავს ვასილ ხორავა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის ფასი თითქმის 1%-ით, 84.5-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა; ხოლო WTI Crude-ის ფასი 77 დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 67 დოლარს შეადგენს.