08.მაისი .2020 17:35

"ვისწავლით კი შეცდომებზე? პანდემია გვაძლევს შესაძლებლობას, ხვალინდელი დღისთვის მოვემზადოთ"

views 197
უკან

"ვისწავლით კი შეცდომებზე? ეს პანდემია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხვალინდელი დღისთვის მოვემზადოთ", - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.  

"ის, რაც ხდება, არ ეხება მხოლოდ ეპიდემიას, არ ეხება ამ კონკრეტულ წელს, ამ კონკრეტულ ვითარებას. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ რეალურად, როგორც საზოგადოებას, არ გვაქვს ინსტიტუციურად მოწყობილი სისტემა, რომ როცა რაღაცა გზას გავივლით, მოვბრუნდეთ უკან, შევაფასოთ და იქიდან რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მერე წინ წავიდეთ ამ დასკვნებით და რაღაც გავაუმჯობესოთ, იქნება ეს აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი შეცდომები იმისთვის, რომ გამოვასწოროთ, თუ იქნება ეს მეცნიერების, ან კლინიცისტების დასხდომა და განხილვა არა ეთერში, არამედ ინსტიტუციურად, იქ, სადაც ეს საუბარი ეკუთვნით. ან შეხვდეს ერთმანეთს მმართველი ძალა და საზოგადოება, იქნება ეს აკადემიური, თუ სხვანაირი, დასხდნენ და გაცვლიან აზრებს. ანუ, ეს ინსტიტუციები ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით როგორც საზოგადოებამ.

ვისწავლით კი რამეს შეცდომაზე? - პირველ დღეებში ეპიდემიასთან ბრძოლა დაიწყო იმ შეცდომებზე, გამოცდილებასა და ნასწავლზე, რაც ადრე საქართველოში მოხდა. არსებობდა საქართველოსთვის პანდემიისთვის ბრძოლის მექანიზმები, ბევრი ადამიანი მუშაობდა, ბევრი გაიწვრთნა, ეს არ იყო რაღაც ახალი, რასაც ველოდებოდით. ეს პანდემიაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხვალინდელი დღისთვის მოვემზადოთ, როგორც ეს სამხრეთ კორეამ გააკეთა", - განაცხადა გოცაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჩვენ, როგორც ერს, როგორც საზოგადოებას, ეს ინსტიტუციები არ გვაქვს შექმნილი, თუ სად უნდა მოხდეს მსგავს საკითხებზე მსჯელობა, როგორი ფორმით უნდა მოხდეს ეს, რა თქმა უნდა - არაპოლიტიკურად.

"როგორც საზოგადოება უნდა შევჯერდეთ და რაც მთავარია, არ ვიცით, რომელ თაროზე უნდა ჩამოვდოთ გაკვეთილების ის წიგნი, რომ ხვალ როცა ახალგზარდა ადამიანი მოვა რომელიმე უწყებაში, იმ წიგნით გააგრძელოს ცხოვრება", - განაცხადა გოცაძემ.

ის მიიჩნევს, რომ ყველანაირი ტესტით, ქართველმა ეპიდემიოლოგებმა დაადასტურეს, რომ ხარისხიან შედეგებს დებენ.

"ფაქტობრივი მასალით, რაც მივიღეთ, აბსოლუტურად ასეა. ჯარია, თუ თითოეული ადამიანის 24-საათიანი შრომის ფასად ხდება ეს, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ კარგი შედეგი დადეს", - აღნიშნა გოცაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა