მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო ქართველმა წევრებმა დატოვეს

62738639e3049
ნინო ტაბატაძე
05.05.22 12:16
3801
„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო ქართველმა წევრებმა დატოვეს.

საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება უკვე შეუწყდათ საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მერაბ კაკულიას და გოჩა მაცაბერიძეს.

საბჭოში მხოლოდ 4 წევრი - ოთხივე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რჩება: სერგეი სტეპანოვი, ილნარ შაიმარდანოვი, იულია კოპიტოვა და ასია ზახაროვა.

დაწესებული სანქციების გამო რუსული „ვითიბის“ ქართული შვილობილი ამჟამად ტრანზაქციებს ვერ ახორციელებს. სწორედ სანქციები გახდა მიზეზი, რომ ვითიბიმ პორტფელის უდიდესი ნაწილი გაასხვისა. საცალო სესხებისა და დეპოზიტების პორტფელი „ბაზისბანკს“ გადააბარა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესსესხებისა და დეპოზიტების პორტფელი - „ლიბერთის“.

თუ 2021 წელი ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ 1.552 მლრდ ლარის სესხების პორტფელით დახურა, 2022 წლის I კვარტალის ბოლოს მთლიანი სესხები მხოლოდ 347 მლნ ლარამდე იყო.

ბანკის აქტივებიც 4-ჯერ შემცირდა და 2.1 მილიარდის ნაცვლად, ახლა „ვითიბის“ აქტივები ნახევარ მილიარდ ლარს მცირედით აღემატება.

საბანკო წრეებში საუბრობენ, რომ განიხილება „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მფლობელის ცვლილებაც.