მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკის" აგრო ბიზნესის მხარდაჭერით, სიღნაღში სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

5f92e55c25279
ვიქტორია მღებრიშვილი
23.10.20 18:40
828
"ვითიბი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში აშენდა და მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც 1000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვა იქნება შესაძლებელი.

როგორც BM.GE-ის „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, პროექტის განსახორციელებლად ვითიბი ბანკის მიერ გაცემულმა სესხმა 670 000 ლარი შეადგინა. კოოპერატივმა „ქართული ხილი“ აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში ააშენა.

ბანკში აცხადებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა პროდუქციის სათანადოდ შენახვა და შემდგომ მისი გაყიდვა შეძლონ.

"ვითიბი ბანკისთვის" აგრო მიმართულების დაფინანსება, უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სამაცივრე მეურნეობები უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტებია ქვეყნის აგრო სექტორის განვითარებისათვის", - განაცხადა "ვითიბი ბანკის "აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.
NS