06.იანვარი .2022 14:29

"ვითიბი ბანკის" მენეჯმენტში ცვლილებებია

"ვითიბი ბანკის" მენეჯმენტში ცვლილებებია
views 2610
უკან

"ვითიბი ბანკის" მენეჯმენტში ცვლილებებია. საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობა დატოვა ვალერიან გაბუნიამ, რომელსაც ნათია თხილაიშვილი ჩაანაცვლებს.

დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი თხილაიშვილი 2021 წლის იანვრამდე "პროკრედიტ ბანკის" ერთ-ერთი დირექტორი იყო. ინფორმაცია  bm.ge-ს "ვითიბიში" დაუდასტურეს.

”მინდა მივულოცო ნათიას ვითიბი ბანკის გუნდის წევრობა და წარმატება ვუსურვო თავის მომავალ საქმიანობაში. 2022 წელს, ახალი სტრატეგიით და განახლებული ხედვით ვხვდებით, რომლის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი მომხმარებლისთვის სასიამოვნო საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. მიხარია, რომ ნათია ამ პროცესის ნაწილი გახდება თავისი ღირებული ცოდნით და გამოცდილებით.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ვალერიან გაბუნიას 14 წლის განმავლობაში ჩვენი ბანკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის სამომავლო საქმიანობაში,“ - განაცხადა ვითიბის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

ცნობისთვის, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" დირექტორთა საბჭო 6 წევრისგან შედგება. ბანკის გენერალური დირექტორი 2009 წლიდან არჩილ კონცელიძეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა