მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით "თბილისის დინამომ" ლეგენდების ტურნირზე იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა

5e1c662b8f0ae
BM.GE
13.01.20 16:48
747
ბერლინში დასრულდა ლეგენდების ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის დინამოს ვეტერანთა გუნდმა და აღნიშნული ტურნირის ვიცე ჩემპიონიც გახდა.

ვითიბი ბანკის მხადაჭერით „თბილისის დინამომ“ წარმატებით იასპარეზა და ჩატარებული 5 მატჩიდან 3 მოგებით დაასრულა. ტურნირის ბომბარდირად და საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია. ტურნირის საუკეთესო მეკარეებად კი ორგანიზატორებმა დინამოელი გიორგი ლომაია და ბორუსიას გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.

ლეგენდების ტურნირზე, „თბილსის დინამოს“ შემადგენლობაში: კახი კალაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, გიორგი ლომაიამ და სხვა ფეხბურთელებმა იასპარეზეს.