მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბი" წყალტუბოს "სამგურალის" #1 ქომაგი გახდა

606d7449363df
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.21 13:17
722
"ვითიბი", როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, საფეხბურთო კლუბ "წყალტუბოს სამგურალის" გენერალური სპონსორი გახდა.

"ვითიბიში" განმარტავენ, რომ ბანკსა და "წყალტუბოს სამგურალს" შორის გაფორმებული მემორანდუმი, კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, ხელი საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

„უკვე 4 წელზე მეტია, რაც "ვითიბი" ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის, ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ მხარს ვუჭერთ მის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო "ვითიბის" ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორთან ერთად, კიდევ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ“, - თქვა საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა.
(NS)