მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბის" ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში ქართული სკოლა-ბაღი - „მომავალი“ გაიხსნა

6093b672b2663
BM.GE
06.05.21 13:43
547
ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულში, ქართული სკოლა - ბაღი „მომავალი“ გაიხსნა.

სკოლა 3 000 კვ.მ.-მდეა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ ერთ მილიონ ლარამდე შეადგინა.

აღნიშნული თანხით განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მიკროავტობუსის შეძენა, აუზის მშენებლობა და სხვა სამშენებლო სამუშაოები.

„განათლების ხელშეწყობა, გლობალურად, ვითიბი ჯგუფისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სკოლა მომავალთან თანამშრომლობით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით განათლებას და ეკონომიკის განვითარებას. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც არანაკლებ პრიორიტეტულია ბიზნესის წარმატებისთვის“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩაჩხიანმა.
(NS)