მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიწყებთ კვლევას, იმ პაციენტების გამოსავლენად, რომლებმაც უსიმპტომოდ გადაიტანეს კორონავირუსი"

5f2bbdea800dd
ინგა მურუსიძე
06.08.20 12:21
1145
დღევანდელი ეპიდემილოგიური ვითარება არის საყურადღებო, მაგრამ მართული ჩვენს მიერ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძე მოუწოდებს მოსახლეობას, ითანამშრომლონ ეპიდემილოგებთან. მინისტრის ინფორმაციით, არის რეგიონები, სადაც თანამშრომლობა ძალიან რთულია მოქალაქეებთან, რაც ვირუსის გამოვლენაზე აისახება.

„საჭიროა იყოს მაღალი დამყოლობა მოსახლეობის მხრიდან, რაც იმოქმედებს იმ კარგ შედეგზე, რაც დღეს გვაქვს. სულ მალე დაიწყება ასევე მასშტაბური კვლევა ქვეყანაში, რათა გამოვლენილი იქნას ყველა ის პაციენტი, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი, უსიმპტომო ფორმით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.