მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიზიტორებისთვის ტურები რომც დავგეგმოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ჩავატარებთ?"

607c3e16f0809
BM.GE
18.04.21 18:05
648
ტურიზმის ანალიტიკოსის, ლელა გიორგაძის თქმით, ქვეყანაში იმდენად არააპროგნოზირებადი გარემოა, რომ ვერც გეგმავენ ინდუსტრიის წარმომადგენლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს.

"რომც დავგეგმო და შევთავაზო ადამიანებს ტურები, რა გარანტია მაქვს, რომ ჩავატარებ, თანაც იმ დროს, როდესაც 9 საათზე სასტუმროში უნდა გამოვკეტო? არც იმის გარანტია მაქვს, რომ გახსნილი იქნება ყველა ტურისტული ობიექტები, ტრანსპორტირება, ინფრასტრუქტურა. საერთოდ რას ვახედრებთ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს, ესეც გაუგებარია, ხოლო მესამე „ლოქდაუნი“ ტურიზმს ვერ შეუძლის ხელს, იმიტომ რომ ტურიზმი ქვეყანაში აღარ გვაქვს“, - აღნიშნა ტურიზმის ანალიტიკოსმა.

მოსალოდნელ მესამე „ლოქდაუნზე“ სექტორის წარმომადგენლებმა საუბარი საპროტესტო აქციაზებზეც დაიწყეს და აღნიშნავენ, რომ ეს იქნება მათთვის ბოლო ამოსუნთქვა, რადგან დღეს ყოველგვარი შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანები ცდილობენ დაგეგმონ ზაფხულის სეზონი, თუმცა იმასაც იაზრებენ, რომ მორიგი „ლოქდაუნი“ სრულად ჩამოშლის ამ გეგმებსაც, ტურიზმსაც და ეკონომიკასაც.

„ტურიზმი ეს არის გრძელვადიანი დაგეგმარებითი ბიზნესი და მომავლის წინასწარი პროგნოზების გარეშე შეუძლებელია საქმიანობის გაგრძელება, ამიტომაც უნდა ვიცოდეთ წინასწარ რა გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა“, აღნიშნა გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ.

შეგახსენებთ, რომ “სავალდებულო დასვენების დღეები” 4-დან 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ის მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ემსახურება.