14.დეკემბერი .2020 16:20

"ვმუშაობთ APM ტერმინალთან" - ნათია თურნავა ფოთის პორტის გაფართოებაზე

"ვმუშაობთ APM ტერმინალთან" - ნათია თურნავა ფოთის პორტის გაფართოებაზე
views 883
უკან

"ვმუშაობთ APM ტერმინალთან, რათა სახელმწიფოს და ინვესტორის უფლება-მოვალეობები უფრო კონკრეტულად გამოიკვეთოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„APM ტერმინალი არის მსოფლიოში ნომერ პირველი კონტენიერების გადამზიდავი კომპანია; ის ახორციელებს ფოთის პორტის გაფართოებას, ახალი პროექტი ხორციელდება. პირველი ეტაპის სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს, ახლა ამუშავებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს; პარალელურად, ჩვენ მათთან ვაწარმოებთ სამუშაოს იმისთვის, რომ ამ პროექტის ფარგლებში უფრო კონკრეტულად გამოიკვეთოს სახელმწიფოს და ინვესტორის უფლება-მოვალეობები. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის გამტარუნარიანობას, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ბევრ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: როგორც ცნობილია, APM Terminals-ი ფოთის პორტში $250-დან $300 მილიონამდე მოცულობის ინვესტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, არსებული ნავმისადგომის მიმდებარედ ახალი საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის (Bulk Cargo) ტერმინალი უნდა აშენდეს. 

მთავრობამ ფოთის პორტის ახალი ტერმინალის კონტრაქტის მოსამზადებლად 1.2 მლნ ლარად იურისტები დაიქირავა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა