„დასაქმების პროაქტიულ პოლიტიკაზე საუბრისას, პირველ რიგში, ვგულისხმობთ, როგორ უნდა შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ჩვენი უფლებების რეალიზება. ეს უფლებები მოგვენიჭა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ღირსეული, ლეგალური დასაქმების უფლებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს.
„ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებაა, რომ საერთო ევროპულ სახლში არ მარტო დასასვენებლად დავდიოდეთ, ან ვვაჭრობდეთ, არამედ გვქონდეს ერთობლივი ბიზნესები, ასევე საქართველოში მიღებული განათლების ევროპაში აღიარების შესაძლებლობაც. ყოველივე ამას ორგანულად მოყვება ის, რომ ადამიანები შეძლებენ, თავად აირჩიონ, როდის და სად უნდათ ლეგალურად დასაქმება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ყველგან დაიცვას მათი უფლებები და ასევე იყვნენ თანაბარ და კონკურენტულ მდგომარეობაში კონკრეტული ევროპული ქვეყნის მცხოვრებლებთან. ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ და ახლა გვინდა ამის რეალიზება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სექტორის რეფორმაზე და კონკრეტულად პროფესიულ განათლებაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებთან, სადაც უმთავრეს პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა დასახელდა. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ვითარებაა ტექსტილის სექტორში, ენერგეტიკაში, მშენებლობაში და სხვ.
„ჩვენ, პირველ რიგში, იმაზე ვმუშაობთ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში მომზადებული და გადამზადებული ადამიანების მიერ მიღებული სერტიფიკატები და დიპლომები აღიარებული იყოს მთლიანად ევროკავშირში. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მოვამზადებთ კადრებს, რომლებიც იქნებიან კონკურენტულები არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ევროპული მასშტაბით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა