მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს და მოგიწოდებთ უკრაინისადმი სოლიდარობა სხვა ფორმით გამოვხატოთ"

6249896072761
მარიამ იზორია
03.04.22 16:04
1406

„დღეს მსოფლიოში არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ არ მოუწოდებს, მინდა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის უერთდება მსოფლიო ლიდერების განცხადებებს, სადაც ისინი მოქალაქეებს მოუწოდენებ, რომ სოლიდარობა განსხავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით გამოხატონ.

„ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარება. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელებისთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა: "ჩვენ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ".