მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვვარაუდობთ, რომ არსებული შემთხვევების 10% ინდური შტამია" - როგორ უნდა განვასხვაოთ?

60ca1163abc9a
ინგა მურუსიძე
16.06.21 18:55
647
"ვვარაუდობთ, რომ არსებული შემთხვევების 10% უკვე ინდური შტამია. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ის დომინანტური, არ ვიცით, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, ჯერ მაინც ბრიტანული შტამი დომინირებდეს", - განაცხადება ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია.

"სიმპტომებს რაც შეეხება, ბრიტანული შტამისგან რაიმე განსხვავება არ არის ნაპოვნი და ვერანაირად ვერ გავიგებთ სიმპტომებით, რომელი შტამია, ერთადერთი, შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ადამიანებზე, ვისაც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

გარდა ამისა, ცალსახად დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანული შტამი გახდა დომინანტური, გარდაცვალების რიცხვმა იმატა. პირველი, რითაც ინდური და ბრიტანული შტამები გავრცელდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და, შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“. ბოლოს გაჩნდა ცნობები, რომ ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე  - „ბრიტანული შტამი“, - განაცხადა ცერცვაძემ.