მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მაჩვენებლების 40-45 % დაბრუნდება" - აეროპორტების გაერთიანება

607a7fb789272
თამთა ჯიჯავაძე
17.04.21 10:24
767
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს. ” საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის ინფორმაციით, ზაფხულში ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.

“ზაფხულის სეზონისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობის 40-45%-ს დავუბრუნდებით. რაც ევროპაზე მაღალია იმიტომ, რომ ჩვენი საავიაციო ბაზარი ზოგადად სწრაფად მზარდია და რეგერენაციის კუთხითაც ეს მოქნილობა გამოიჩინა, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც გამოიჩენს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებული საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით. პანდემიის მიუხედავად, გვყავს ახალი ავიაკომპანიებიც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan-ი -  ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებით საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდინი გაქვს.

მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე, უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ა, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, - განმარტავს ვაკო ჭილაშვილი.

საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი.

“როგორც გლობალურად, ასევე საქართველოშიც 2021 წლის ზაფხულიდან საავიაციო ბაზარზე დადებითი ძვრები შეინიშნება. მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილის დასაწყისიდან, ანუ როცა რეალურად იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რეისების განხორციელება დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. 18 აპრილიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების განხორციელებას Wizz Air-ი განაახლებს”, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.

2021 წლის 10 აპრილის მონაცემებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყების შემდეგ (28 მარტიდან) თბილისის აეროპორტში ოპერირებას ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები შემდეგი სიხშირით:

„ბელავია“ – მინსკი, კვირაში 7 სიხშირით;
„თურქიშ ეარვეისი“ – სტამბული, კვირაში 21 სიხშირით;
„ეარ ბალტიკი“ – რიგა, კვირაში 2 სიხშირით;
„პეგასუს ეარლაინსი“ – სტამბული, კვირაში 7 სიხშირით;
„ლოტ პოლონეთის ავიახაზები“ – ვარშავა, კვირაში 6 სიხშირით;
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ – კიევი, კვირაში 5 სიხშირით;
„ეარ ფრანსი“ – პარიზი კვირაში 1 სიხშირით;
„სკაი აპი“ – კიევი, კვირაში 7 სიხშირით;
„ჯორჯიან ეარვეისი“ – ამსტერდამი, კვირაში 1 სიხშირით;
„ჯორჯიან ეარვეისი“/“ავიაკომპანია არმენია“ – ერევანი, კვირაში 5 სიხშირით;
„ჯორჯიან ეარვეისი“ – ბერლინი, კვირაში 1 სიხშირით;
„ჯორჯიან ეარვეისი“ – თელ-ავივი, კვირაში 2 სიხშირით;
„ეარ არაბია“ – შარჟა, კვირაში 3 სიხშირით;
„ფლაი დუბაი“ – დუბაი, კვირაში 7 სიხშირით;
„არკია ისრაელის ავიახაზები“ – თელ-ავივი, კვირაში 2 სიხშირით;
„ყატარის ავიახაზები“ – დოჰა, კვირაში 5 სიხშირით;
„ლუფტჰანსა“ – მიუნხენი, კვირაში 4 სიხშირით;
„ბუთა/აზერბაიჯანის ავიახაზები“ – ბაქო, კვირაში 3 სიხშირით;
„აკ-ეარ ჯორჯია“ – ბათუმი, კვირაში 2 სიხშირით;
„ეარ ასტანა“ – ალმატი, კვირაში 3 სიხშირით;
„უზბეკეთის ავიახაზები“ – ტაშკენტი, კვირაში 2 სიხშირით;

ბათუმის აეროპორტში კი შემდეგი ავიაკომპანიები ოპერირებენ:

„სკაი აპი“ – კიევი, კვირაში 2 სიხშირით;
„არკია ისრაელის ავიახაზები“ – თელ-ავივი, კვირაში 4 სიხშირით;
„ისრეარი“ – თელ-ავივი, კვირაში 7 სიხშირით;
„თურქიშ ეარვეისი“ – სტამბული, კვირაში 2 სიხშირით;
„აკ-ეარ ჯორჯია“ – თბილისი, კვირაში 2 სიხშირით;
„ბელავია“ – მინსკი, კვირაში 2 სიხშირით.