მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვვარაუდობდით ტურიზმის 50%-იან აღდგენას, თუმცა თუ წესებს დავიცავთ, საქმე უკეთესად წავა"- თურნავა

60d1a05498f51
ინგა მურუსიძე
22.06.21 12:36
430
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ტურიზმის დადებით დინამიკას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

თურნავას თქმით, შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პირველ რიგში ტურისტული სეზონის კარგად ჩატარებისთვის.

„ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმის, ხედავთ, რომ სახმელეთო საზღვრებითაც შემოდიან ტურისტები. აჭარაშიც იმატა ტურისტების რიცხვმა. დღეისთვის უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა ხორციელდება. თუ შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში 600 ფრენა ხორციელდებოდა, ანუ ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც იყო 2019 წელს, მაშინ კი რეკორდულად კარგი მაჩვენებლები გვქონდა. როცა დადგება ტურისტული სეზონის პიკი, დაახლოებით 70%-ით მივუახლოვდებით ტურისტების იმ რაოდენობას, რაც ამ დროს 2019 წელს გვქონდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აქედან გამომდინარე არსებობს მოლოდინი, რომ ტურიზმი 2019 წლის დონის ნახევრამდე მაინც აღდგება, მაგრამ „გაცილებით უკეთესად წავა საქმე, თუ ყველანი დავიცავთ ელემენტარულ წესებს“.

„თქვენ იცით, რომ პირბადის ტარების აუცილებლობას უფრო ლიბერალურად მივუდგებით, თუმცა მოვუწოდებთ ადამიანებს, ატარონ პირბადე“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან ისაუბრა ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. თურნავას თქმით, აღნიშნულ აეროპორტს მგზავრთნაკადის 16%-იანი ზრდა აქვს.