მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

641bed063c278
თამთა ჯიჯავაძე
23.03.23 10:07
1029
ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“, - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მის კომენტარს გერმანიის საგარეო უწყება „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

ცნობისთვის, გერმანელი მაღალჩინოსნის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.