მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წაიღე“, "მოგიტან“, "მესტუმრე“ - აპლიკაცია, რომელიც მზარეულსა და გურმანს დააკავშირებს

6050ad7e64ebf
ნუცა ბაზლიძე
11.04.21 18:00
970
SLICE IT - პლატფორმა, რომელიც გურმანსა და მზარეულს ერთმანეთთან დააკავშირებს და ასევე შესაძლებელი იქნება, კერძის სახლიდან სახლში მიწოდება. როგორც SLICE IT-ის დამფუძნებელმა ნინი ქვირიამ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, იქმნება ერთგვარი ციფრული ბიბლიოთეკაც, სადაც მსურველები რეცეპტების ატვირთვას შეძლებენ.

SLICE IT-ის ვებგვერდი მალე ჩაეშვება და უახლოეს მომავალში მას აპლიკაციაც დაემატება.

„SLICE IT - თვითდასაქმების ძალიან დიდ პერსპექტივას აჩენს - როდესაც მზარეული სახლში ამზადებს კერძებს, ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეეძლება, ეს კერძები გაყიდოს კიდეც და ამით სარგებელი მიიღოს. მაგალითად, როცა გურმანი აპლიკაციას გახსნის, დაინახავს, მის გარშემო, ახლომახლო რა კერძები მზადდება. მას საშუალება ეძლევა, კერძი შემდეგი სახით მიიღოს - „მესტუმრე“, „წაიღე“ და „მოგიტან“, - განმარტავს ნინი ქვირია და დასძენს, რომ ეს გურმანს არჩევანის საშუალებას აძლევს - თავად წამოიღოს კერძი, მზარეულისგან მიიღოს ან მზარეულს სახლშივე ესტუმროს.

„ვფიქრობ, სერვისი - “მესტუმრე“ მოგზაურებს დააინტერესებს. მათ ექნებათ საშუალება, ჰქონდეთ კულინარიული თავგადასავალი, შეიძინონ მეგობრები და ა.შ.“, - აღნიშნა SLICE IT-ის დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, ნინი ქვირიას თქმით, აქტიური მზარეულები და გურმანები ბონუსების დაგროვებსაც შეძლებენ, რითაც შემდეგ პარტნიორ მაღაზიაში მათთვის სასურველ ნივთს იყიდიან.

SLICE IT-ის დამფუძნებლის თქმითვე, აღნიშნულ პროექტზე მაკო ქავთარაძესთან ერთად მუშაობს, რომელსაც რეცეპტების მუზეუმი ჰქონდა, თუმცა პანდემიის გამო დაიხურა, რადგან ის ძირითადად ტურისტებზე იყო გათვლილი.

„რეცეპტების მუზეუმში გარკვეულწილად მეც ვიყავი ჩართული. ახლა ის ციფრული სახით გააგრძელებს არსებობას", - განმარტავს ნინი ქვირია.