მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Waime Spices"-ის წარმოებული ქართული სუნელი მალე აზერბაიჯანშიც გაიყიდება

61b9c02a0f78b
მარიამ იზორია
18.12.21 19:08
1349
ქართული სუნელების მწარმოებელმა კომპანია “Waime Spices”-მა წარმოებას 4 ახალი სუნელი დაამატა. როგორც bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, გიორგი გოგიამ bm.ge-ს განუცხადა, ახალი პროდუქტის დამატებასთან ერთად ბრენდი გაყიდვების არხების განვითარებასა და ქსელურ მარკეტებში შესვლასაც გეგმავს.

აღსანიშნია, რომ „Waime Spices“-ის სუნელები ექსპორტზე ისრაელში უკვე გადის, მომავალი წლის იანვრიდან კი კომპანიის პროდუქტი აზერბაიჯანის ბაზარზეც გამოჩნდება.

“წარმოებას რამდენიმე სუნელი დავამატეთ, ესენია ჩვენი უნიკალური ნარევები კონკრეტული კერძებისთვის, მაგალითად, “ჩაო იტალია”, რომელიც სპეციალურად პასტისთვის, პიცისთვის და ლაზანიასთვის არის განკუთვნილი, ასევე “ავოკადო”, “ჯინჯერ ბრედი” და “გლინტვეინი”. სამომავლოდ ასორტიმენტს კიდევ უფრო გავზრდით. ჩვენს გეგმებში საქართველოში, ქსელურ მარკეტებში შესვლაც არის, ამისთვის ახლა შესაბამის პროცესებს გავდივართ. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებითაც ვფართოვდებით და მალე აზერბაიჯანის რამდენიმე დიდ ქსელში ფართომასშტაბიან გაყიდვებს დავიწყებთ”, - განმარტავს გიორგი გოგია.

ინფორმაციისთვის, “Waime Spices”-მა 2021 წელს ჯამში 6,5 ტონა სუნელი გაყიდა.