მინდა, შეგახსენოთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს როდესაც დავდიოდი რეგიონში, ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, გამოჩნდებოდა, რომ არც თუ ისე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ფაქტი სახეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში, წალენჯიხაში განვითარებული პროცესების კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, წალენჯიხის მერმა დააგვიანა და რეალურად მოქალაქეებს, წალენჯიხის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით.
„ამის მიუხედავად, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი მინისტრ ქარსელაძესთან და დავავალე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. იმის მიუხედავად, რომ ბატონმა წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ ისე, რომ ჩვენს წალენჯიხელ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველა ამ პროგრამით ისარგებლონ და ამას თვის ბოლოს მოვაგვარებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტს მისი დამტკიცება 1-ელ მაისამდე უნდა მოესწრო, თუმცა მერიამ საკრებულოს დაგვიანებით მიმართა და 11 მაისამდე საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება