"მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ენგურჰესზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. პრემიერის შეფასებით, ენგურჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.
„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.
ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. აქ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდა მთელი ეს მხარე. ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად დასაქმებულია 1200 ადამიანი. დღეს დამატებით, 650 კაცია დასაქმებული, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ, აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე მინდა, კითხვა დავსვა უბრალოდ, ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ ენგურჰესი არ არსებობდეს დღეს ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მე მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ამჟამად სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. პროცესი 24 - საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.
ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ