მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელიწადში 10-12 ტონა კალმახი იქნება" - ჯვარში საკალმახე მეურნეობა მოეწყო

62fe54c6e4b2b
დიმა კვარაცხელია
18.08.22 23:00
3288
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში საკალმახე მეურნეობა “ჯვარის კალმახი” მოეწყო.

როგორც მეურნეობის დამფუძნებელი გიორგი კაკაბაძე bm.ge-თან ამბობს, ამ დროისთვის ათი აუზი აქვს და 5 ადგილობრივია დასაქმებული. გაფართოების შემდეგ, იგეგმება თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა.

მისივე თქმით, მოსავლის გაყიდვა დაწყებულია, რომლის მოცულობა, წელიწადში დაახლოებით 10-12 ტონა კალმახი იქნება.

გიორგი კაკაბაძის განცხადებით, თევზის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზრებზე ხდება და კალმახი ადგილზეც იყიდება.


საკალმახე მეურნეობის დამფუძნებელი სამომავლოდ გაფართოებას და ლიფსიტების მოშენებას გეგმავს.

"გაყიდვები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია ზუგდიდის, ჯვარისა და მესტიის ბაზრებზე ხდება. მოთხოვნის მატებიდან გამომდინარე ბაზრის არეალის გაზრდას ვაპირებთ. სამომავლოდ ლიფსიტების მოშენებას ვგეგმავთ, რათა საკუთარი ქვირითები გვყავდეს. აუზის მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის პირას, ტურისტული ზონა მოეწყოს, სადაც ვიზიტორები თვითონ შეძლებენ თევზის დაჭერას და ადგილზე დაგემოვნებას. ასევე, გვსურს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგრანტო პროექტში", - აცხადებს ის.