მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს 100 000 კგ კენკრის შეძენას ვგეგმავთ“ - "მადარტის" შეთავაზება კენკრის მწარმოებლებს

62d817db3f2e4
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 21:17
2084
საკონდიტრო კომპანია „მადარტი“ მიმდინარე წელს ფერმერებიდან 100 000 კგ კენკრის შეძენას გეგმავს და ამისთვის ადგილობრივი მწარმოებლებს თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Facebook-გვერდზე აქვეყნებს.

„იმისათვის, რომ ჩვენს წარმოებულ პროდუქციაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული კენკრა, შევინარჩუნოთ მისი არაჩვეულებრივი გემო და ამასთან ერთად, ხელი შევუწყოთ საქართველოში კენკროვანი კულტურის განვითარებას, გადავწყვიტეთ, რომ ჟოლოსა და ალუბლის წლევანდელი მოსავლიდან, შევიძინოთ მაქსიმალური რაოდენობა და თავად შევინახოთ კვებისა და უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით.

წელს, 100 000 კგ-ს შეძენას ვგეგმავთ და თუ გაქვთ სურვილი, რომ საქართველოში, თქვენ მიერ მოყვანილი ჟოლო და ალუბალი ჩვენს გემრიელ პროდუქციაში მოხვდეს, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Purchase@madart.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BM.GE-მ „მადარტს“ დამატებითი კითხვებით მიმართა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღეისთვის ადგილზე მოყვანილი ჟოლო და ალუბალი, დაახლოებით, 20-მდე მომწოდებელისგან უკვე ჩაიბარეს.

„ჩაბარებისას ნედლეულის კონტროლი ხდება და კენკრა ხარისხების მიხედვით ირჩევა და შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით ინახება/იყინება. შესაბამისად, ჩასაბარებელი კენკრის ღირებულება მისი ხარისხიდან გამომდინარე იქნება“, - განმარტავენ „მადარტში“.