23.ივლისი .2020 10:24

"წელს ატმისა და ვაშლატამას რეკორდული მოსავალი გვაქვს"

"წელს ატმისა და ვაშლატამას რეკორდული მოსავალი გვაქვს"
views 1510
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

„წელს რეკორდული მოსავალი გვაქვს. დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 22 000 ტონამდეა. დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაცის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, წელს, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ წელთან შედარებით. ფერმერები ბაზარზე არსებული ფასით კმაყოფილები არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა