მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ჩვენი ფოკუსი ბიზნეს-სესხები იქნება“ - "ევროკრედიტი"

620e373413753
სალომე ჭიპაშვილი
20.02.22 17:10
1098
„2022 წელს ჩვენი ფოკუსი ბიზნეს-სესხები იქნება“, -  ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ნონიკაშვილმა განაცხადა.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ძირითადი ჩვენი პროდუქტი ავტოსესხი იყო, ახლა გვინდა მომხმარებლებს ბიზნეს-სესხი შევთავაზოთ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სასესხო პროდუქტები განვავითაროთ“,- განაცხადა მიხეილ ნონიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2021 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. პორტფელი 43 მლნ ლარიდან 57 მლნ ლარამდე გაზარდეს, ხოლო შესაძლო დანაკარგების რეზერვი 12%-ით შეამცირეს. მიკროსაფინანსო საფინანსო ორგანიზაციის მოგებამ 2021 წელს კი 6 მლნ ლარი შეადგინა.

„ევროკრედიტი“ არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც Zuk Group-ს მიეკუთვნება და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. Zuk Group-ი ფლობს ბიზნესებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო და სხვა.