08.აგვისტო .2017 15:45

"წელს მედიკამენტების გაძვირების მკვეთრად გამოხატული ტენდენცია არ ყოფილა"

views 981
უკან

"წელს მედიკამენტების გაძვირების მკვეთრად გამოხატული ტენდენცია არ ყოფილა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, რიგ მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატა, რიგზე კი დაიკლო.

"ის პროექტი რომელიც ივლისში დაიწყო და რომლითაც 700 000-ზე მეტ ადამიანს ვუზრუნველყოფთ ძირითადი ქრონიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ეს იქნება დიდი შვება და გარღვევა ჯანდაცის სფეროში“, - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, 2015 წლის მონაცემებით საქართველო ჰეპატიტის ავადობით მსოფლის ქვეყნების სამეულში შედიოდა, - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით კი უკვე 40 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა