მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ორჯერ მეტი პორშეს გაყიდვას ველით" - პეტრე წაქაძე

634479621d9ec
თამთა ჯიჯავაძე
11.10.22 00:06
2038
Destination Porsche – „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად უკვე გაიხსნა. „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული სერვისცენტრი ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც „Destination Porsche“ კონცეფციით შეიქმნა.

გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, რომ თბილისის მაგალითზე, მსოფლიოს მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქცია განახორციელოს.

"პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორმა პეტრე წაქაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ წელს კომპანიაში ორჯერ მეტი ავტომობილის გაყიდვას ელიან.

"მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, თითქმის ყოველ წელს რეკორდული გაყიდვები გვაქვს. საქართველოში და კავკასიის რეგიონში ყველაზე პოპულარული მოდელი ჯიპები - SUV -ია. გაყიდვებს რაც შეეხება, 2021 წელთან შედარებით იქნება გაორმაგება. მხოლოდ საქართველოში 2021-ში 91 ახალი პორშე გაიყიდა, წელს დაახლოებით 180 ერთეულის გაყიდვას ველოდებით", - ამბობს პეტრე წაქაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორის თქმით, გეგმაშია, რომ 2024 წელს ბათუმში პორშეს ცენტრი გაიხსნას:" მუდმივად ვფიქრობთ იმ სიახლეების გაზიარებაზე, რასაც პორშე გვთავაზობთ. ამაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა, გაიზარდა მოთხოვნა და გვინდა რეგიონები მოვიცვათ".