07.იანვარი .2020 20:00

"წელს პარლამენტში შრომის ინსპექციის შესახებ კანონის ინიცირება მოხდება" - ბექა ფერაძე

views 557
უკან

მიმდინარე წელს პარლამენტში შრომის ინსპექციის შესახებ კანონის ინიცირება მოხდება - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2020-ში ასევე შემუშავდება და დამტკიცდება რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაარეგულირებს, მაგალითად, უბედური შემთხვევის სავალდებლო დაზღვევას, რისკების შეფასების სისტემას და ა.შ.

„უბედური შემთხვევევის სტატისტიკა გაუმჯობესდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ფასდაუდებელი და მუშაობა გრძელდება. სწორედ ამიტომ 2020 წელს შრომის ინსპექციის კანონი იქნება მიღებული, რაც მეტად მოგვცემს იმის მანდატს, რომ გავაძლიეროთ ზედამხედველობა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში, გაჩნდეს შრომის ინსპექციის ფილიალები და ეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართლიან სისტემას ჩამოაყალიბებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს სტატისტიკა უკეთესი იქნება. 2020-ში უკვე შემუშავდება და დამტკიცდება რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი, ეს არის უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, გარკვეული ლიმიტები იქნება დადგენილი, ასევე რისკის შეფასების ერთიანი წესი იქნება საწარმოების მიმართ, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ, ასევე ორსული, მეძუძური, ახალნამშობიარევი ქალებისთვის იქნება განსაკუთრებით მძიმე და მავნე სამუშაოები განსაზღვრული. წელსვე პარლამენტში იქნება ინიცირებული შრომის ინსპექციის კანონი, რაც 2020 წელს უკეთეს საზედამხედველო სისტემას ჩამოაყალიბებს“, - განაცხადა ფერაძემ.