მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს პირველ მოსავალს ველოდებით" - "ბლუბერი ა"-ს გეგმები

63e12622d540f
მარიამ იზორია
07.02.23 09:00
1023
2022 წელს ბაზარზე მოცვის მწარმოებელი ახალი კომპანია „ბლუბერი - ა“ გამოჩნდა. კომპანიის ბაღები ოზურგეთსა და ჩოხატაურში 13 ჰექტარს მოიცავს. კომპანია 2023 წელს პირველ მოსავალს მიიღებს.

კომპანიის თანადამფუძნებელი დავით დობორჯგენიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ გეგმაში ბაღების გაფართოება და სამაცივრე მეურნეობის გაშენება აქვთ.

"2023 წელს პირველ, 50 ტონა მოსავალს ველოდებით. პროდუქციის რეალიზაციას ექსპორტის მიმართულებით ვგეგმავთ. ამაზე უკვე ვმუშაობთ და მოლაპარაკებების დასრულების ეტაპზე ვართ.

გეგმაში დამატებით მოცვის ბაღების გაშენებას 7 ჰექტარზე ვგეგმავთ. ვაპირებთ სამაცივრე მეურნეობის მოწყობასაც. ვმუშაობთ სერტიფიცირებაზეც“, - ამბობს დავით დობორჯგენიძე.

„ბლუბერი - ას“ დამფუძნებელი სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და როგორც თავად განმარტავს, კადრების დეფიციტი და უხვი ნალექი ის მთავარი პრობლემები იყო, რაც კომპანიებს 2022 წელს ჰქონდათ.

„2022 წელი ძალიან ცუდი წელი იყო. დასავლეთ საქართველოში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც ბოლო ათწლეული არ ყოფილა. ამან ხელი შეუშალა, როგორც ახალი ბაღების გაშენებას, ასევე მზა პროდუქციის მოკრეფას.

სექტორში კადრების დეფიციტი არის და იქნება. სისტემის ავტომატიზაციას ვცდილობთ, რათა მინიმალური მუშა ხელი დაგვჭირდეს. ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე“, - განმარტავს ის.