მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს თქვენ მიერ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული" - სოსო ფხაკაძე პრემიერს

61b05beca6ee1
ინგა მურუსიძე
08.12.21 11:21
2095
"ვფიქრობ, წელს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თქვენ მიერ" - ასე მიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ფარმაცევტული ბიზნესის მონაწილეობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

სოსო ფხაკაძის თქმით, პრემიერის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანას ბევრი სიკეთე მოუტანა.

„პრემიერთან  საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, ერთ-ერთი იყო ფარმაცევტული ბიზნესი; მაშინ ითქვა, რომ უნდა შემდგარიყო შეხვედრა. პრემიერმა იმ წუთში დაადასტურა, რომ უნდა შევიკრიბოთ და პროფესიულად და აკადემიურად განვიხილოთ საკითხი.

ვფიქრობ, ამ ოთახში, ამ წელიწადში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა თქვენ მიერ მიღებული, ჩვენი წარდგინებით, თქვენი დახმარებით და ამან ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ამ ქვეყანას“, - მიმართა ფხაკაძემ ღარიბაშვილს.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტულ ბიზნესს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში ანგარიში გააცნო და განაცხადა, რომ სურს, ამ საკითხზე ყველაფერი სწორად გაკეთდეს და გაითვალისწინონ როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის ინტერესები.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ქედელიძე ესწრებოდნენ.